გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარზე: ნებისმიერ საკითხზე როცა იწყება საუბარი, უკვე ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს

გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარს აფასებს. მისი განცხადებით, რა მანძილიც არ უნდა იყოს გასავლელი, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია.

„საერთაშორისო ურთიერთობებში სტანდარტია - ნებისმიერ საკითხზე როცა იწყება საუბარი, უკვე ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს და რა მანძილიც არ უნდა იყოს გასავლელი, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია. რაღაც საკითხებზე შეიძლება, შეთანხმდნენ, რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავად კეთილგანწყობა, სურვილის გამოხატვა, რომ ეს ვითარება დარეგულირდეს, დესტაბილიზაციას და ცეცხლს არ მიეცეს საქართველო, ამაში პოზიტიურის მეტი არაფერია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.