პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
განათლების რეფორმის საბოლოოდ დამტკიცება ხვალისთვის უნდა მოხდეს. დღეს კი უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დეპუტატები სესიაზე, მეორე მოსმენით განიხილავენ.
ახალი რეფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფორმატის ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილება შეეხება საჯარო სკოლებსაც, რაც 11 წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს, თუმცა სურვილის შემთხვევაში მოზარდები 12 კლასის დამთავრებასაც შეძლებენ.
"არის ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემა - პროფესიების გადანაწილება ისე, რომ სახელმწიფოში მათი დასაქმების თემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას სისტემა, სადაც მზადდება მაღალი დონის, შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მთელი პლეადა. ასე რომ, პერსპექტივაში სწორი ნაბიჯია, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტებში მათ რაიმე შეზღუდვა ექნებათ,"- აცხადებსსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.