„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
ეს ისეთი საზოგადოებაა, ისეთი ხალხია და იმდენი ხანი ემზადებოდნენ ამ უბედურების დასატრიალებლად თბილისში, არ გამოვრიცხავ, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია მოაწყოს ისეთი რამ, რასაც ჰქვია ტერორისტული აქტი, - ასე აფასებს აქციის მონაწილეების ძალადობრივ ქმედებებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი, გიორგი ვოლსკი გადაცემა „იმედი LIVE“-ში
„ჩემთვის ემოციურად ძალიან ძნელია ამათი ყურება, ამ ტერორისტულ სექტას რა ჰქონდა დაგეგმილი ეს რომ გამოსვლოდათ არავინ იცის სალომე ზურაბიშვილი რა ინსტრუქციას მიიღებდა და როგორ წარმართავდა, ან თუნდაც გახარია, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ასეთი არეულობის შექმნის ორგანიზებაში, როდესაც პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან გადადგა. თუნდაც „ლელო“, რომელმაც პირდაპირ თქვა, საკმარისია წარმატებას მივაღწიოთ, რომ სრული საბოტაჟი დაიწყებაო. არ მწამს ამ ხალხის პოლიტიკოსობა. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ლევან ხაბეიშვილის ინტელექტის დონის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.