12:12 - ასტროლოგი რეკომენდაციას აქვეყნებს, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო სურვილების ასასრულებლად
1765521771
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის განცხადება შეაფასა. მას არ უკვირს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ალდეს“ განცხადებაში მოხვდა.
საქმე ეხება „ალდეს“ განცხადებას, სადაც ალეკო ელისაშვილის ქმედებას მიუღებელი უწოდეს და ხელისუფლება მომიტინგეების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს.
„არც ისაა გასაკვირი, BBC-ის მიერ გავრცელებული სიცრუე „ალდეს“ ამ კომენტარშიც ფიგურირებდეს. ფაქტია, იძულებული გახდნენ თქვან, რომ არ არის სწორი ალეკო ელისაშვილის ქმედება, მაგრამ გაცილებით უფრო დიდია დანაშაული, საფრთხე და ამ საფრთხეს არა თუ მხოლოდ ახალისებენ, არამედ თვითონვე ქმნიან იმ სცენარს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არაერთხელ ვიხილეთ. ელისაშვილის ქმედება ერთ-ერთი გამოვლინებაა“, - აცხადებს ვოლსკი.