გიორგი ვოლსკი: 2022 წლიდან, ევრობიუროკრატია ცდილობს სალომე ზურაბიშვილი სათავეში ჩაუყენოს იმ ჯგუფს, რომელსაც ისევე ვერ ერევა, როგორც ზეთი და წყალი ვერ ერევა ერთმანეთს

გიორგი ვოლსკი

განსაკუთრებით 2022 წლიდან, ევრობიუროკრატია ცდილობს რომ სალომე ზურაბიშვილი სათავეში ჩაუყენოს იმ ჯგუფს, რომელსაც ვერ ერევა ისე, როგორც ზეთი და წყალი ვერ ერევა ერთმანეთს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გუშინდელ აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შეაფასა.

„დაძაბულობა შიგნიდან აღარ არის უკვე, ზედაპირზე რაღაც ფუთ-ფუთია ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან ერთი მთავარი პრინციპით - რომელი უფრო მეტი დამანგრეველი ძალის მქონეა - სააკაშვილი, გარეთ რომ იყოს და მისი მიმდევარი ლევან ხაბეიშვილი თუ სალომე ზურაბიშვილი, ამ თემასთან დაკავშირებით არის მუდმივი კამათი. სალომე ზურაბიშვილი არის წარმოდგენილი როგორც ლიდერი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით იმედგაცრუებულები არიან. მმართველი გუნდის აზრით კი, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითი და ტყუილია.