მძიმე ავარია თელავში - რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან
1753703916
დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს, არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა, – ამის შესახებ აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„მისასალმებელია ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივა, სრულად ვიზიარებ მის მოსაზრებებს ერთიანობისა და საერთო ბრძოლის გაგრძელების შესახებ. საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.
დღეს ქვეყანაში ივანიშვილის რუსული ავტოკრატია ყველა საშუალებით იბრძვის გადარჩენისთვის და თუ რეალური ალტერნატივა არ შევთავაზეთ საზოგადოებას, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმის ატანა. საზოგადოება ელოდება ქმედით ნაბიჯებს.
უნდა დავიწყოთ არა მორიგი საუბარი, არამედ რეალური გაერთიანებისთვის გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ამის 8 პუნქტიანი გეგმა არსებობს და საჭიროა მივყვეთ მას.
ვთავაზობ ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ. ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს, არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა.
დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს! გაერთიანება საქმით და არა სიტყვებით! თუ ახლა არა – მაშინ როდის?!“, – აღნიშნულია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.