1769540049
გიორგი სოსიაშვილი: ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ეს უნდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახის კეთილდღეობაზე, მათ სამომხმარებლო კალათაზე
ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ეს უნდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახის კეთილდღეობაზე, მათ სამომხმარებლო კალათაზე, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
დეპუტატი ფასების დარეგულირების მიზნით სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესს გამოეხმაურა.
„ეს [ფასების დარეგულირება] არის ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა. ჩვენი ეკონომიკა მზარდია. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ეს უნდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახის კეთილდღეობაზე, მათ სამომხმარებლო კალათაზე. ბუნებრივია, რასაც პრემიერი დაჰპირდა თავის გუნდთან ერთად [საზოგადოებას], ეს საკითხები დარეგულირდება“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.










