„განკითხვის დღის საათის“ ისრები 4 წამით წინ გადაწიეს - შუაღამემდე 85 წამი დარჩა

განკითხვის დღის საათი

განკითხვის დღის საათის ისრები, რომლებიც სიმბოლურად ბირთვული აფეთქების საფრთხის დონეს აღნიშნავს, 4 წამით წინ გადაწიეს. ახლა ისინი შუაღამემდე 85 წამს აჩვენებენ. ეს ახალი რეკორდია - ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს, საათი არასოდეს ყოფილა.

„განკითხვის დღის საათის“ შემქმნელები ჟურნალ „ბირთვული მეცნიერების ბიულეტენის“ ექსპერტები არიან. ჟურნალის ავტორთა შორის იყვნენ მაქს ბორნი, ალბერტ აინშტაინი და რობერტ ოპენჰაიმერი. გამოცემის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრა ბელმა, 2026 წლის იანვრისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების რისკებს „მიუღებლად მაღალი და არამდგრადი“ უწოდა.

გადაწყვეტილებას ​საათის ისრების გადაწევის შესახებ იღებს ჟურნალის დირექტორთა საბჭო ექსპერტებთან ერთად, რომელთა შორის ნობელის პრემიის 18 ლაურეატია.

პროექტი 1947 წლიდან მოქმედებს. პირველად მასზე დაფიქსირებული იყო დრო 23:53. ყველაზე შორს შუაღამიდან საათი 1991 წელს, ცივი ომის დასრულების შემდეგ იყო. მაშინ ისრები 23 საათსა და 43 წუთზე გააჩერეს.