„ექიმმა მითხრა, აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა...“ - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
1774043132
სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
სოსიაშვილის თქმით, მისი უწმინდესობა არამხოლოდ ჩვენს სამშობლოს, არამედ მთელ მსოფლიოს დააკლდა.
„საოცარი ადამიანი იყო. ეპოქალური ადამიანი, რომელმაც მართლაც განსაკუთრებული ეპოქა შექმნა, შეიძლება ასე ითქვას და მთელი სიდიადით წარმოაჩინა მისმა გარდაცვალებამ მთელი მსოფლიოს წინაშე ჩვენი ხალხი, ჩვენი ხალხის დამოკიდებულება, ის სიყვარული, რომელიც ამ ადამიანმა თესა ქართველ ხალხში და მთელ საქრისტიანოში თავისი ცხოვრების განმავლობაში.მისი უწმინდესობა იყო მრავალმხრივი მოღვაწე. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამ გააკეთა მან. პრაქტიკულად, ჩაიბარა სულიერებისგან გამოფიტული ქვეყანა. მის უწმინდესობას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მეცნიერებისადმი. ის თავად იყო მეცნიერი, შესანიშნავი მეცნიერი“, - აღნიშნა მან.