მეცნიერებმა ჭაღარა თმასა და კიბოს შორის კავშირი დაადგინეს - კვლევა
1766858081
წუთების და წამების სიზუსტით ჩატარდა საგამოძიებო პროცესი და ხელის გულზე დაიდო, თუ რა სახის რევოლუციური გეგმის განხორციელების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ეს ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული ამ რევოლუციის მცდელობაში, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალაია ახლა თავის დაძვრენას ცდილობს.
„როდესაც დაინახა, რომ გამოძიებას ვეღარ გაუსხლტებოდა, ამ პროცესიდან თავის დაძვრენა სცადა. თავის დაძვრენის ეს მეთოდები მათთვის არახალია. მათ ახასიათებთ, როდესაც ხალხს წააქეზებენ, მიიყვანენ, გააბრიყვებენ და შემდეგ გამოძვრებიან და გვერდზე რჩებიან. ბუნებრივია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გამართულ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს სუვერენიტეტი, მყარი ინსტიტუტები და თავისთავად ცხადია, რომ ასეთ დაძვრენის მცდელობას სახელმწიფო არავის აპატიებს“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
ბაჩო ახალაიამ 9 ოქტომბრის ინტერვიუში აღიარა სხვისი დანაშაული სახელმწიფო გადატრიალების საქმეში, თავად კი ამას გაემიჯნა.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე მას ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა.