,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა 22-ე და ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტის მე-7 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც, ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს ვალდებულება აქვთ, უზრუნველყონ მოქალაქეების თავისუფლება პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და მათში მონაწილეობის მხრივ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიას კონსტიტუციური სარჩელი მზად აქვს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს პერიოდში შეიტანს.
„ეს რეპრესიული ცვლილებები, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციას, მის მე-60 მუხლს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან მიმართებაში კონკრეტული კომპეტენცია აქვს და ის ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობისა და პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისათვის, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას არ მოიცავს. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებს ეწინააღმდეგება და საქართველოს კონსტიტუციის 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებს არღვევს. რეპრესიული კანონმდებლობა დემოკრატიული ფუნდამენტის რღვევას გამოიწვევს და დიქტატურის, ავტორიტარიზმის სრულ კონსოლიდაციას უზრუნველყოფს. „ლელო – ძლიერი საქართველო“ არის ის პარტია, რომლის გზაც წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც ყოველთვის ბრძოლაა. ასე იქნება ვიდრე რეჟიმი არ დასრულდება. სარჩელს უახლოეს პერიოდში შევიტანთ, შეიძლება ეს მოხდეს ორშაბათს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.