„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში უთანხმოება გრძელდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "ლელო“ კოლეგა პარტიებს მსჯელობისკენ მოუწოდებს, ხოლო გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" და "გირჩი" არჩევნებისთვის უკვე ემზადება.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები კოლეგებს ისევ აკრიტიკებენ და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში არსებულ ძალებზე, არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც, ასე ვთქვათ, "ქოცურ" ნარატივს ავითარებენ. თუმცა, არის ძალები, რომლებისგანაც ეს გვიკვირს და არ გვსურს, ასეთი რამ ვიხილოთ. მათთან გვქონია, მათ შორის, საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება და მათი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ მტკივნეული იქნება, თუმცა მათთვისვე იქნება ყველაზე მტკივნეული და დამღუპველი, ამიტომაც ვისურვებდით, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგან," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, კოლეგების კრიტიკა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ჩვენ არავის კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევთ, არც მათი კრიტიკა, არც მოწოდებები, არც ბულინგი, როგორც მათ სჩვევიათ, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. რა გეგმა აქვთ იმ პარტიებს, რა გზას სთავაზობენ ქართველ ამომრჩეველს, ბოიკოტის შემთხვევაში? იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს? სწორედ ამ კითხვის დასმის შემდეგ გაჩნდა ეს დისკუსია, სწორედ ამ კითხვის დასმის შემდეგ დაიწყო "ლელომ" ეს დისკუსია, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.