ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანის განაჩენი ცნობილია
1766139720
მიუხედავად იმისა, რასაც „ოცნება“ აშავებს, საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა არის იმდენად დიდი ღირებულება, რომ დიალოგს მივესალმებით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ბრიუსელში ჯერ კიდევ არის საქართველოსთან დიალოგის გარკვეული ნება.
„დიალოგის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს. უბრალოდ, ძალიან სამწუხარო ვითარება გვაქვს, როდესაც „ოცნების“ მხრიდან თითქმის არავინ არ არის ისეთი, ვისთან საუბარიც შეიძლება. ეს ევროკავშირში ძალიან ბევრს ადარდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვითარება გვაქვს და „ოცნება“ ძალიან ცალსახად და მკვეთრად ანტიევროპულ ძალად ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ბრიუსელში ჯერ კიდევ არის საქართველოსთან დიალოგის გარკვეული ნება-სურვილი. მიუხედავად იმისა, რასაც „ოცნება“ აშავებს, საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა არის იმდენად დიდი ღირებულება, რომ დიალოგს მივესალმებით. თუმცა, ვისთან წარმოგიდგენიათ ეს დიალოგი? გადახედეთ „ოცნების“ მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს, გადახედეთ ევროკავშირთან მიმართებით მათ რიტორიკას და თუ ფიქრობთ, რომ საუბარი შეიძლება და თვითონ „ქართულ ოცნებას“ ამ საუბრის სურვილი აქვს, დამერწმუნეთ, ევროკავშირი მათთან დიალოგზე უარს არ იტყვის.
საქართველოს ხელისუფლებისადმი ევროპიდან კრიტიკაც ლოგიკურია. რა არის ამ კრიტიკაში ისეთი, რაც შეიძლება არ იყოს მისაღები „ოცნებისთვი“. „ოცნება“ ამ კრიტიკას ხშირად ასაღებს, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მე მინდა, „ქართულ ოცნებას“ ვკითხო, რა არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? – ქვეყნის განვითარებისკენ მოწოდება, დემოკრატიული კანონების მიღებისკენ და ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოწოდებაა? ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ არის. თავად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი კონსტიტუციის დონეზე აქვს გაცხადებული. შესაბამისად, ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც ევროკავშირი დგას, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა შარაშიძემ.