1-ლი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
1766140199
დიალოგი ყოველთვის შეიძლება გამოსავალი იყოს, მით უფრო ისეთ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ევროპის კონტინენტია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგისკენ მოწოდება საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოწოდებაა.
„როგორც ჩანს, ზოგადად ისევ დიალოგისკენ მოწოდებაა, მათ შორის რუსეთთან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამის არც კომპლექსი და არც გაურკვეველი პოზიცია. დიალოგი ყოველთვის შეიძლება გამოსავალი იყოს, მით უფრო ისეთ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ევროპის კონტინენტია, სადაც ასეთი ღია ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ომი, რომელიც მარტო ორი სახელმწიფოს ომი არაა, საბოლოო ჯამში ეს ომი მთელი ევროპის კონტინენტზე გავლენას ახდენს. ამიტომ, თუ ერთი სახელმწიფოს ლიდერი ევროპას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს, ეს მხოლოდ ამ საკითხის პოლიტიკური, ანუ მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოწოდებაა, რაც მხოლოდ მისასალმებელია.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიესალმება თუ არა გიორგი შარაშიძე რუსეთთან დიალოგს, დეპუტატმა, დადებითად უპასუხა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნება.