„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
4 ოქტომბერი თავიდან ბოლომდე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო, რის შედეგადაც ჩვენ 18 ახალი პატიმარი გვყავს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაძემ განაცხადა.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყველას ე.წ მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, მშვიდობიანი მოქალაქეები სპეცრაზმის წინაშე მარტო დატოვეს.
„დეტალებში არანაირად არ შევალ, 4 ოქტომბერი თავიდან ბოლომდე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო. რის შედეგადაც, ჩვენ 18 ახალი პატიმარი გვყავს. სწორედ ის ადამიანები, ვინც ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სპეცრაზმის წინაშე მიატოვეს. ამ პოლიტიკოსებმა ადამიანების გულწრფელი ემოციებით ისარგებლეს და ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა თავად აეღოთ, ჯოხი სწორედ ამ ადამიანებზე გადატეხეს. არცერთ მათგანს ბოდიშიც კი არ მოუხდია. ამ მავნებელ პოლიტიკოსებს არა თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღიათ იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც მძიმე მუხლებით არიან განსასჯელის სკამზე და დიდი ალბათობით, წლების გატარება მოუწევთ საპატიმროებში, ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. საერთოდ სად არიან დაკარგულები, რომ მოინდომო, ვერც კი იპოვი. სწორედ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში გამოდიოდნენ, ბაქიბუქობდნენ და ყველას ე.წ მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ მათ ეს მშვიდობიანი მოქალაქეები სპეცრაზმის წინაშე უბრალოდ მიატოვეს, მარტო დატოვეს და „ოცნებას“ მათ დასაკავებლად სრული ლეგიტიმაცია მისცეს“, – განაცხადა შარაშიძემ.