კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1734166920
ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში ხდება შესაბამისი ტექნოლოგიების განლაგება, განთავსება, რომლებსაც პირველად საქართველოში ამომრჩევლის 90% გამოიყენებს და მიიღებს მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში,- განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ.
„ამ წუთებში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს საარჩევნო კომისიაში, იმისთვის, რომ ამომრჩეველს დახვდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სერვისი და მათ თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ დაუბრკოლებლად. ამ წუთებში საუბნო-საარჩევნო კომისიებში ხდება შესაბამისი ტექნოლოგიების განლაგება, განთავსება, რომ ამომრჩეველმა გამოიყენოს ის ტექნოლოგიები, რომლებიც პირველად საქართველოში 90% ამომრჩეველს შეეხება და მიიღებს მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში. მინდა ვთხოვო ამომრჩეველს, მიიღონ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან პროცესში, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“,- აღნიშნა შარაბიძემ.