„ტელეფონზე ვესაუბრე...“ - რას ამბობს სანიოლი კვარაზე
1792947563
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შუამდგომლობების დიდი ნაწილი იყო მხოლოდ მისთვის, რომ შუამდგომლობა დარქმეოდა და პროცესი დროში გაწელილიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციის შუამდგომლობის უმეტესობა სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
„ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის და ლევან ხაბეიშვილის პროცესზე მოყვანას და მოწმის სახით დაკითხვას, გახარიას პარტიის წევრებმა მოითხოვეს ბატონი გახარიას ჩართვა პროცესზე მოწმის სახით და ა.შ. იყო შუამდგომლობები, რომლებიც პროცედურული თვალსაზრისითაც უბრალოდ აბსურდული იყო, სასამართლო ვერც გაითვალისწინებდა ვერანაირად“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.