„ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
1759259736
სრული ქაოსია, 4 პარტიაა და ერთ საკითხზე ორ მათგანსაც კი არ აქვს საერთო პოზიცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა რადიკალებზე საუბრისას.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნით არის რადიკალური ჯგუფი, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება.
„ეს რადიკალური ჯგუფი იმართება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, ეს რადიკალური ჯგუფი წახალისდება ისეთი განცხადებებით, როგორიც ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა და ა.შ. ყველაფერი ეს საერთო სურათის შემადგენელი ნაწილია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აბსოლუტურად უსუსური მცდელობებია. თავად რადიკალების 4 პარტიაშიც რა მდგომარეობაა, მარტივად რომ შევხედოთ და მარტივი ანალიზი გავაკეთოთ. 4 რადიკალური ჯგუფია, რეალურად ერთი ჯგუფია, მაგრამ ფორმალურად 4 პარტიაა, ორი მათგანი არჩევნებში მონაწილეობს, ორი უარს ამბობს. ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, მათშიც კი არ არის საერთო პოზიცია. ერთი ამბობს, რომ ოთხში 8 საათზე ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დავამხოთ, მეორე ამბობს, რომ ასეთი მოლოდინების შექმნა არასწორია. იმ ორშიც კი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ერთი ამბობს, რომ დილით არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და საღამოს აქციებზე დავდგებიო. მეორე, გახარიას პარტია ამ პოზიციასაც არ იზიარებს. ანუ, სრული ქაოსია. 4 პარტიაა და ერთ საკითხზე ორ მათგანსაც კი არ აქვს საერთო პოზიცია“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
მისივე მოსაზრებით, 4 ოქტომბერს ყველაფერი მარტივად განვითარდება.
„არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად, არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. ეს იქნება უკვე რიგით მეათე საყოველთაო გამარჯვება და ეს გამარჯვება იქნება გარანტია იმის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.