1754511189
კირილ დმიტრიევი: ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა, ისტორიული აღმოჩნდეს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა, ისტორიული აღმოჩნდეს, – ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
„რუსეთი ადასტურებს, რომ პუტინ-ტრამპის სამიტი შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს, მზადება გრძელდება. ეს შეხვედრა შესაძლოა, ისტორიული იყოს. დიალოგი გაიმარჯვებს“, – განაცხადა კირილ დმიტრიევმა.
როგორც რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინი და ტრამპი უახლოეს დღეებში შეხვდებიან. ლიდერების შეხვედრის მიზნობრივ თარიღად მომავალი კვირაა განსაზღვრული და ამჟამად სამიტის გასამართად მუშაობა მიმდინარეობს. შეხვედრის ადგილი შეთანხმებულია, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.