1754511189
„მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა დაიკლებს...“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი ზღვისპირეთში

ზღვისპირეთში 7 აგვისტოს უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება — ჰაერის ტემპერატურა +29, +30 გრადუსამდე მოიმატებს.
8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება და 10 აგვისტომდე პერიოდული წვიმაა მოსალოდნელი.
9 აგვისტოს კი მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, რის შედეგადაც ტემპერატურა +26, +27 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთის მიმართულების ქარის გამო ზღვაზე ტალღები გაძლიერდება.