გიორგი ღურჯუმელიძე: პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიან გეგმებზე, რაც მათ სტაბილურ და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს

გიორგი ღურჯუმელიძე

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ხელმძღვანელობდა, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

როგორც გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო გრძელვადიან გეგმებზე საუბარი, რომლის შემუშავების პროცესშიც არიან მუნიციპალიტეტები და რომელმაც უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების სტაბილური და მდგრადი განვითარება.

„ასევე შევეხეთ მუნიციპალიტეტებში აუცილებელ განსახორციელებელ ოპტიმიზაციის პროცესს და კოორდინაციის უფრო მეტად გაძლიერებას ცენტრალური და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, რათა საკითხების გადაჭრა, უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს. შევეხეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც, რომელიც მომავალში მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ თავის მუშაობაში და ასევე ცენტრალური ხელისუფლება უნდა დავეხმაროთ მათ ამ საკითხების გადაჭრაში“, - განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.