გიორგი გაბუნია სომხეთის ელჩს შეხვდა

გიორგი გაბუნია სომხეთის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია  სომხეთის  რესპუბლიკის ელჩს,  აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე  მხარეებმა ორი ქვეყნის  მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომელიც სომხეთსა და საქართველოში ჩატარდა.

„სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა არსებობს, ძლიერი კულტურული კავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით კულტურული კავშირების მნიშვნელობას, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებას“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ქართული კულტურის დღეებში, რომელიც ივნისში, ერევანში გაიმართება. სომხეთში ვიზიტისას ასევე შეიმუშავებენ სამომავლო გეგმებს ერთობლივი კულტურული ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით.