წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია აცდენილია დემოკრატიულ ღირებულებებსა და სამართლიანობის პრინციპებს, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ.
„ის არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და აქვს კონკრეტული მიზანი, რომ საქართველოში როგორმე შენარჩუნდეს და დაიბუსტოს საპროტესტო მუხტი, დაიძაბოს სიტუაცია და მოხდეს რევოლუცია. ჩვენ ვნახეთ ეთნიკურად ქართველების და შულავერის კომიტეტის წარმომადგენლების აღფრთოვანება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, როგორ ოვაციებს გამოხატავდნენ ადამიანები, რომლებმაც სულ რამდენიმე წლის წინ ხმა მისცეს ევროსაბჭოს 16 33 რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეს აგვისტოს ომის დაწყება“, - აღნიშნა გაბუნიამ.
საზოგადოება „ქართულმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და ქართული მხარის გადაწყვეტილებაზე.