დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
გამჭვირვალობის კანონის მიღებას დასავლელი ბიუროკრატებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის მხრიდან პროტესტი და აჟიოტაჟი მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ქართული კანონმდებლობა ზუსტად იმ მიზნების განხორციელებას ისახავდა, რაც დასავლეთში ამ კანონის მიღებას უკავშირდება, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს გარე ჩარევებისგან.
„ყველაზე მთავარია ის, რომ მხილება მოხდა აგენტურის უზარმაზარი ქსელის, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედებდა. ეს იყო არასამთავრობოს სახით, ასევე კონკრეტული პოლიტიკოსებისა და რადიკალური მედიების სახით. ისინი საქართველოში იმ ნარატივის შემოტანას ცდილობდნენ, რომლებიც შიდა არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების შემოტანას ცდილობდა. დასავლური ბიუროკრატია როცა ფეხდაფეხ მოგვყვება იმ პოლიტიკურ ნაბიჯებში, რაზეც ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო, ამას საზოგადოება შეაფასებს“, – აღნიშნა გაბუნიამ.