1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების დაწყებამდე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აშოტ სმბატიანმა რეგიონისა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და ორი ქვეყნის ტრადიციულად კეთილმეზობლური კავშირები დადებითად შეაფასეს. 1992 წლის 17 ივლისიდან საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები დაფუძნებულია კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე.
ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, აშოტ სმბატიანმა.
სიტყვით მიმართვის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა დამსწრე საზოგადოებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე მიულოცეს და ასევე, ხაზი გაუსვეს, ქართულ-სომხური თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობას.
ღონისძიებას, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ალენ სიმონიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოსა და სომხეთის სამღვდელოება ესწრებოდა.