პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ვინმე აკერმანის რევოლუციური გეგმის ნაწილი ყოფილა ,,აგრესიულად დააბრალე ის, რაშიც გამხილეს", გაღმა შეედავეო რა, და დღეს აპირებს ომის და ღალატის პარტიის ხელმძღვანელების დავალებით, მათი ახალგაზრდული კრეისერის მაკეტით და ყვავილებით ჩვენს ოფისთან პერფონმანსის მოწყობას“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გამაოგნებელია, რომ ჩვენი თანატოლები დავალების მიმცემ პარტიულ ხელმძღვანელებს კითხვასაც კი არ უსვამენ, ამ სიტუაციაში ცუდ საქმეს ხომ არ ვაკეთებთო და ასრულებენ დავალებებს, რომლითაც სხვას ცდილობენ მიაკერონ პრორუსული იარლიყი.
„ვინმე აკერმანის რევოლუციური გეგმის ნაწილი ყოფილა ,,აგრესიულად დააბრალე ის, რაშიც გამხილეს", გაღმა შეედავეო რა და დღეს აპირებს ომის და ღალატის პარტიის ხელმძღვანელების დავალებით მათი ახალგაზრდული კრეისერის მაკეტით და ყვავილებით ჩვენს ოფისთან პერფონმანსის მოწყობას.
ვნახოთ აბა რამდენად დამტკიცდება ბაკურიანის გასაიდუმლოებული გეგმით მოქმედება.
P. S. გამაოგნებელია, რომ ჩვენი თანატოლები დავალების მიმცემ პარტიულ ხელმძღვანელებს კითხვასაც კი არ უსვამენ, ამ სიტუაციაში ცუდ საქმეს ხომ არ ვაკეთებთო;
ან თავის დროზე ქართველი სამხედროები რატომ გაწირეთ და ომის დანაშაული რატომ დააბრალეთო; და პასუხის მიუხედავად ასრულებენ დავალებებს, რომლითაც სხვას ცდილობენ მიაკერონ პრორუსული იარლიყი...“ - წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.