გიგა ფარულავა: ჩვენთვის 26 მაისი ქვეყნისა და საზოგადოების ერთიანობის დღეა, ეს არის დღესასწაული, რომელიც, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ერთად უნდა აღნიშნოთ

გიგა ფარულავა

ჩვენთვის 26 მაისი ქვეყნისა და საზოგადოების ერთიანობის დღეა, ეს არის დღესასწაული, რომელიც, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ერთად უნდა აღნიშნოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განუცხადა.

ფარულავას თქმით, ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავენ.

„ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი თარიღების გამოყენება პოლიტიკური აქტივობისთვის და საზოგადოება „ჩვენიანებად“, „სხვისიანებად“ დავყოთ და დაპირისპირება მოხდეს.

26 მაისს მოქალაქეებთან ერთად აღვნიშნავთ. მათ მიერ დაანონსებული აქცია კი მათი დღის წესრიგია. სწორად არ მიგვაჩნია, რომ თარიღების გამოყენება ხდება, 9 აპრილის, 26 მაისის. ამ დღეს ერთად უნდა აღვნიშნავდეთ. მიუღებელია ამ დღის პოლიტიკური ქულებისთვის გამოყენება, რადგან საზოგადოების დაყოფა არც ქვეყანას წაადგება და არც საზოგადოებას“, – განაცხადა ფარულავამ.