VIDEo: „რაფერ ბედავს მაგას მაი?!...“ - დაკავებულები არიან "კვერცხა", "კვატია", "გოტო"
1742884603
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აბსურდულს უწოდებს გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიადნენ.
„პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებს, შეხედულებებს. ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული, ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობას და კატასტროფას, ამის ნათელი მაგალითია „ქართული ოცნება”. ამიტომ, ამ იდეას ჩვენ – „ევროპული საქართველო“ არც კი განვიხილავთ სერიოზულად. ამ აბსურდულ იდეას სერიოზულად ვერ განვიხილავთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.