ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ერთი გემი ჩაიძირა

ბულგარეთი

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა, რომლის შედეგად ერთი გემი ჩაიძირა.  ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემიზე იერიში სამი დრონით მიიტანეს, ის მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა უკრაინის საკუთრებაა.

მედიის ცნობით, იერიშის დროს გემ CHELSEA 3-ზე ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა, მათი ევაკუაციის შემდეგ ხუთ მეზღვაურს მსუბუქი დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

„ბულგარეთის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს სავაჭრო გემებზე განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმა სრულად მიუღებელია“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.

მომხდარს გამოეხმაურა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა, რომლის თქმით, თავდასხმების განსახილველად რუსეთის ელჩს დაიბარებენ.

რუმენ რადევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩ ელეონორა მიტროფანოვას მომხდარზე სასაუბროდ შეხვდება. ამასთან, მოლაპარაკებას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან.

✕