გია ვოლსკი: საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო

გია ვოლსკი

ტარიფების თემა პოლიტიკური დებატებისთვის და დაპირისპირებისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, რომ ტარიფებში ცვლილება მოახდინონ.

„ზოგადად, მსოფლიოში ძალიან მძიმე პროცესები მიდის და ხშირ შემთხვევაში არა თუ საქართველოს, არამედ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, რომ ტარიფებში ცვლილება მოახდინონ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა.