ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს
1772551426
2022 წლამდე დაიწყო დაფარული მცდელობა, საქართველო როგორმე ისეთი ხალხის ხელში ჩავარდნილიყო, რომელიც ნებისმიერ მითითებას აჰყვებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს პროცესი, დიდი ხანია, მიმდინარეობს და მზადდებოდა გარკვეული გაერთიანება, რომელსაც ხელისუფლება ხელში უნდა აეღო.
„ეს არჩევნებით არ გამოუვიდათ და გადაწყვიტეს, ექსტრემიზმითა და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. მთავარი თემა იყო საქართველოს გარკვეული პოზიციონირება, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ამ ყველაფერს თავი ავარიდეთ. „ნაცმოძრაობა“ ორიენტირებულია, როგორმე საქართველო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდეს და ისევ ბომბების წვიმა წამოვიდეს. მათი ყველა მოქმედება და განცხადება სწორედ ამაზეა გათვლილი. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოსთვის ოკუპაცია დიდი საფრთხეა და მათი მთავარი ამოცანა ამ ოკუპაციის აგრესიულ ფაზაში გადაყვანაა. ეს მათი ქმედებებითაც და განცხადებებითაც დადასტურებულია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.