აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
ქართულ პოლიტიკაში როდესაც არ გაქვს წარმატების ის ხარისხი, რსაც ელოდები, ნებისმიერი მოგზაურობა მიმართულია იმისკენ, როგორმე მოიძიო, მოიკვლიო ან განავითარო ურთიერთობები გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან და ადამიანებთან, რომელთაც თავიანთი შეხედულებები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით ჰქონდეთ მხარდაჭერა მაშინ, როცა ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერის დეფიციტია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ლელო“ და სხვა პოლიტიკური გუნდიც ისეთი ხალხისგან ეძებს მხარდაჭერას, რომლებსაც თავიანთი შეხედულებები აქვთ საქართველოს მომავალზე და, როგორც წესი, ეს შეხედულებები ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის შეკვეთას არ ემთხვევა.
„ჯო უილსონის თემა ავიღოთ. დიდი ხანი არ არის, რაც ჯო უილსონი დადიოდა რუსული დროშით, როგორც სამკერდე ნიშნით. მაშინ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა და ასე აწყობდა. დღეს, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა, „ლელოც“ და სხვა პოლიტიკური გუნდიც ისეთი ხალხისგან ეძებენ მხარდაჭერას, რომლებსაც თავიანთი შეხედულებები აქვს საქართველოს მომავალზე, პოლიტიკაზე. როგორც წესი, ეს შეხედულებები ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის შეკვეთას არ ემთხვევა და ვაშინგტონშიც არ არის ცალსახა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ვიცით ჰელსინკის კომისიის დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში ვითარდება. მათი ინტერესი სხვაა. ზოგი რეალურად ჩართულია იმ ლობირებულ სისტემასთან, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებს იხდის, რათა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკა ჩამოყალიბდეს და მმართველ სისტემაში პოპულარული გახდეს. თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, თუმცა გარკვეულწილად იმ პოლიტიკოსებს ეხმარებიან, რომლებიც სულ ახლახან უშვერი სიტყვებით აგინებდნენ ტრამპს, მაგრამ ახლა უნდათ, ახალი ადმინისტრაციის მოკავშირედ წარმოადგინონ თავი. მათ მიმართ სხვა ჯგუფებს აქვთ პრეტენზია, თუნდაც კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით. არ არის მთავარი, იქ რას ეძებენ. მთავარია, როგორია საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება, ეს დამოკიდებულება არაკეთილსინდისიერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.