დავით შარაშიძეს გირაო პატიმრობით შეეცვალა
1770206410
სარკაზმის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ღობის გასამართლებას ითხოვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ბრიუსელის მხრიდან საქართველოში რევოლუციის მხარდაჭერა აქტუალური საკითხია.
„დემაგოგია, რომელსაც ბრიუსელიდან ვისმენთ, ამ მდგომარეობამდეა მისული. ამას გარკვეული მიზეზები აქვს, რაც შემაშფოთებელია. შეიძლება, ცდებოდნენ და პროცესებს სხვანაირად აფასებდნენ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან დემოკრატიულ სამყაროში ხდება, როცა სხვადასხვა პროცესი სხვადასხვანაირად ფასდება, მაგრამ რევოლუციური პროცესებიდან იმ სერიოზულ სეგმენტებს რომ გამოტოვებ, რაც პოლიციელების დაწვის მცდელობას, ქუჩებში ცეცხლის დანთებას, აგრესიულ, ექსტრემისტულ ქმედებებს ეხება და ღობეზე საუბრობ, ეს ნიშნავს, რომ ბოროტი გეგმა გაქვს. ეს გეგმა არ შეცვლილა, ბრიუსელის მხრიდან საქართველოში რევოლუციის მხარდაჭერა აქტუალური და სამწუხარო თემაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.