გია გაბრიჭიძე: ხატია დეკანოიძეს თუ ჰგონია, რომ უკრაინის შესაბამის სამსახურებთან ან ნაცების ქსივა, ან ლომჯარიას შეშფოთება გაჭრის, ძალიან ცდება

გია გაბრიჭიძე

 „ხატია დეკანოიძეს თუ ჰგონია, რომ უკრაინის შესაბამის სამსახურებთან ან ნაცების ქსივა, ან ლომჯარიას შეშფოთება გაჭრის, ძალიან ცდება. ამათ ენას ძვალი და შუბლს ძარღვი არა აქვს. გასაგებია, რომ იმდენად გაუჯდათ სისხლში ხელისუფლებაში დაბრუნების იდეაფიქსი, რომ საქართველოს წინააღმდეგ მანიაკალურ მტრობაში გადაუვიდათ“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ხატია დეკანოიძის განცხადებაზე.

მისი თქმით საქართველოს გაუჩნდება დამატებითი პრობლემა მისი მოქალაქის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.