„ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე...“ - ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
1786651124
მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციის კამპანია იმ მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გაგრძელებაა, რომელიც გია ბარამიძემ გააკეთა თითქოს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ორივე პროვოკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება - გარე ძალების დავალებას ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს.
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების კითხვებს რამდენიმე დღეა ვეტერანები პასუხობენ.
აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ თოფურიას თქმით, ბარამიძე ყოველი შემდგომი განცხადებით საკუთარ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
"შეკვეთა ცალსახად ნათელია. ყოველი შემდგომი განცხადების შემდეგ ამძიმებს თავის მდგომარეობას.ამჟამად, სამხედროები არა, მოსახლეობა ხვრეტდაო, ანუ ხელი დაადო უკვე აფხაზეთის ქართველ მოსახლეობას, რომელიც თურმე აფხაზებს ხვრეტდნენ.მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ეს ძალიან აფუჭებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინტეგრაციას. მეგობარი მყავს, რომელიც საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით მოქმედებს აფხაზეთში დაღუპულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა აღმოჩენა-გადმოსვენების ფარგლებში და თქვა, რომ უკვე პრობლემები აქვს აფხაზებთან ურთიერთობაში ამ განცხადების შემდეგ. დამკვეთის მიზანი ნამდვილად ეს იყო და ეს უბრალოდ გამტარია ბოროტების. მას ყველა ბოროტება აქვს ჩადენილი, თუ რამე დაატყდა თავს ამ ქვეყანას. ყველაფერში მონაწილეობა აქვს მიღებული და აგრძელებს ამას, მეხუთე კოლონა მთლიანად ამოქმედდა მის სასარგებლოდ", - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.