დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, არის დისპროპორციული და უსამართლო“.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, 2019 წელსაც, პუტინის რუსეთსს ოკუპანტის სტატუსი ჰქონდა, ჩვენი ტერიტორიების 20% და უკრაინისი ყირიმი მიტაცებული. პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ციფრული სამყაროს ეპოქაში. „სხვათა შორის, მავანთ მინდა გავახსენო, რომ როდესაც რუსეთმა საქართველოს სანქცია-შეზღუდვები დაუწესა, ევროპული საბჭოს იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კრემლს მიუთითებდა მცდარ გადაწყვეტილებაზე და პირდაპირი ავიამოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებდა. უკაცრავად და 2019 წელს, პუტინის რუსეთს ოკუპანტის სტატუსი არ ჰქონდა? ჩვენი ტერიტორიების 20%, უკრაინის ყირიმი მიტაცებული არ ჰქონდა? პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ციფრული სამყაროს ეპოქაში.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.