გია აბაშიძე: ნაცლიბერალო ფაშისტებო, გაიძვერულად რომ თვალთმაქცობთ მოწოდება საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი სიცრუეა, ერდოღანიც ტყუის თურქეთზე არსებულ მსგავს გარე ზეწოლაზე?

gia abashidze

ომის გლობალური პარტიის მოკლე ხედვის მქონე სტრატეგები ვერ აცნობიერებენ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნის საგარეო კონფლიქტში ჩართვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სრულმასშტაბიან მესამე მსოფლიო ომში ჩაითრევ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შესახებ. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, შესაძლოა კარგად იციან, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნის საგარეო კონფლიქტში ჩართვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სრულმასშტაბიან მესამე მსოფლიო ომში ჩაითრევს, იციან და ნებისმიერი გზით ცდილობენ გლობალურ კატასტროფას, რასაკვირველია, ანგარებიდან გამომდინარე.

"ნაცლიბერალო ფაშისტებო, გაიძვერულად რომ თვალთმაქცობთ თითქოს მოწოდება საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი სიცრუეა, პრეზიდენტი ერდოღანი ტყუის თურქეთზე არსებულ მსგავს გარე ზეწოლაზე? ომის გლობალური პარტიის მოკლე ხედვის მქონე სტრატეგები ვერ აცნობიერებენ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნის საგარეო კონფლიქტში ჩართვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სრულმასშტაბიან მესამე მსოფლიო ომში ჩაითრევს.

თუმცა, შესაძლოა, ეს კარგად იციან და ნებისმიერი გზით ცდილობენ გლობალურ კატასტროფას, რასაკვირველია, ანგარებიდან გამომდინარე. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, რომელიც ხასიათდება კრიზისებითა და ომებით. ამ რთულ პირობებში ჩვენ შევძელით, აგვეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთი და ამას მოფრთხილება სჭირდება. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ომი ჩვენს მიწაზე არ მოვიდეს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა.

ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანია, უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და მყარი მშვიდობა იყოს მიღწეული. იმედი მაქვს, რომ ეს ომი ჩვენი მტკიცე შუამავლობით დასრულდება“, - განაცხადა Haberin Kanalı-ის ეთერში თურქეთის ლიდერმა. აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ამბობდა: მშვიდობა არ არის კონფლიქტის არარსებობა, ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების უნარი." - წერს აბაშიძე Facebook -ზე.