1754478880
გია აბაშიძე მამა დოროთე ყურაშვილიზე: სასულიერო პირებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირება, თუმცა ფრთხილნი არიან ამაზე საჯარო განცხადებებისას. ისინი აცნობიერებენ, რომ სიცრუის ტირაჟირება და ავაზაკთა ქომაგობა, ცოდვაა

როცა სასულიერო პირი იჭრება პოლიტიკურ ველზე, სადაც მისი აქტივიზმის ადგილი არაა, ამ შემთხვევაში, მამა დოროთე ყურაშვილი, შევახსენებ - მრევლს მიხედეთ, ეს თქვენი უწინარესი მოვალეობაა და არა დამახინჯებულად პოლიტიკური კომენტატორობა ნაცმედიაში! - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მამა დოროთე ყურაშვილი ინტერვიუს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მღვდლის საჯარო პოლიტიკური აქტორობა ისეთივე ოქსიმორონია, როგორც გაუთვითცნობიერებული საერო პირის თეოლოგიური წიაღსვლები.
„როცა სასულიერო პირი იჭრება პოლიტიკურ ველზე, სადაც მისი აქტივიზმის ადგილი არაა, ამ შემთხვევაში, მამა დოროთე ყურაშვილი, შევახსენებ - მრევლს მიხედეთ, ეს თქვენი უწინარესი მოვალეობაა და არა დამახინჯებულად პოლიტიკური კომენტატორობა ნაცმედიაში!
საერო და სასულიერო პირებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირება, თუმცა ეკლესიის მსახურნი განსაკუთრებით ფრთხილნი არიან ამაზე საჯარო განცხადებებისას. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ სიცრუის ტირაჟირება და ავაზაკთა ქომაგობა, ცოდვაა!
მღვდლის საჯარო პოლიტიკური აქტორობა ისეთივე ოქსიმორონია, როგორც გაუთვითცნობიერებული საერო პირის თეოლოგიური წიაღსვლები.
მანამდეც გვინახავს რამდენიმე სასულიერო პირის არამკითხე უსაქციელო განცხადებები და მათ მიეხედათ საეკლესიო სამართლის მიხედვით საპატრიარქოს მხრიდან“, - წერს აბაშიძე.