ღრმად მწამს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის - მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

მაკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაღრმავებას და ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას.

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.