ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებული კანონი სრულ თანხვედრაშია იმ ღირებულებით ნაწილთან, რომელზეც აქცენტირება ტრამპმა არაერთხელ გააკეთა და განსაკუთრებით გუშინდელ საინაუგურაციო გამოსვლაში - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი, 47-ე პრეზიდენტი ჰყავს - ტრამპი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა. უკვე ხელმოწერილია 100-მდე ახალი განკარგულება, გაუქმებულია ბაიდენის 78 აღმასრულებელი აქტი. ტრამპმა განაცხადა, რომ იწყება ამერიკის ოქროს ხანა.

რა შეიცვლება მსოფლიოსთვის და კონკრეტულად საქართველოსთვის - ახალი პრეზიდენტის გზავნილები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აქცენტები ტრამპის მიმართვაში, რომლებიც მშვიდობას, სუვერენიტეტს და მხოლოდ ორი სქესის არსებობას ეხებოდა, თანხვედრაშია "ქართული ოცნების" პოლიტიკასა და ღირებულებებთან.

"ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ის ღირებულებითი ნაწილი, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციას აქვს  ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაბამის პოლიტიკის გატარებასთან მიმართებაში, არის სრულად თანხვედრაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც საქართველოში "ქართული ოცნება" საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ კონტექსტში ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებული კანონი სრულ თანხვედრაშია იმ ღირებულებით ნაწილთან, რომელზეც აქცენტირება ტრამპმა არაერთხელ გააკეთა და განსაკუთრებით გუშინდელ საინაუგურაციო გამოსვლაშიც, სადაც მან ცალსახად თქვა, რომ არის ორად-ორი სქესი, ეს არის - ქალი რომ ქალია და კაცი რომ კაცია. შესაბამისად, არანაირი ერთსქესიანთა ქორწინება, არანაირი სქესის გადაკეთება, არანაირი ერთსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის პროცედურები მისი პრეზიდენტობის დროს არ განხორციელდება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოების მხარდაჭერით აქვს ძალიან ბევრი ღირებულებითი თანხვედრა ტრამპის ადმინისტრაციასთან, ეს რეალობაშიც ასე არის და აშშ-ს პრეზიდენტის გუშინდელმა გამოსვლამ, ეს კიდევ დაადასტურა", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.