იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს დენის სალუქვაძეს შეხვდა.
გელა სამხარაულმა მინისტრს სოფლის მეურნეობის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ“ კანონპროექტის და „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ინიციირების საკითხზე.
„დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ნიადაგის მოვლასა და მონიტორინგს მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ახალი კანონმდებლობა სრულად შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ევროკავშირმა წელს მიიღო ახალი დირექტივა ნიადაგის დაცვის საკითხებზე. ჩვენი მიზანია, რომ ამ მიმართულებით საქართველოშიც შესაბამისი რეგულაციები დროულად ამოქმედდეს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ და მინისტრმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს, რომელიც მოსავლიანობის ზრდას და ფერმერების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.