გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აცხადებს, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია.
გეკა გელაძეს კითხვა დაუსვეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაზე, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ. მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი“.
გეკა გელაძის თქმით, ცილისწამება ვერ შედგა.
„მთავარი იარაღი არის სიმართლე. არაერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადე, რომ არათუ გამოყენებული, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი, ასეთი ნივთიერება არასდროს შეუძენია. გაქრა ეს ცილისწამება, ვერ შედგა და ალბათ ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას, ამაზე საუბარი არასერიოზულია“, – აღნიშნა გეკა გელაძემ.
გეკა გელაძე ამბობს, რომ შსს-ს არ აქვს არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საშიშია.
„გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გააჟღერა, რაც იყო გამოყენებული, საერთაშორისო პრაქტიკა რაც არსებობს. ჩვენ რა ნივთიერებებიც გვაქვს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება მსგავსი ნივთიერების გამოყენება. არც გვაქვს არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის არის საშიში“, – განაცხადა გეკა გელაძემ.