ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის განახლებული პროგნოზი
1776193142
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, მაიკლ ო’ფლაერტთან.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ, ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.
მხარეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით საქართველოში არსებულ ვითარება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.