დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
შიმშილობის 31-ე დღეა და აქციას ექვსი ადამიანი ვაგრძელებთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, შიმშილობის აქციას პერიოდულად ადამიანები აკლდებოდნენ და ემატებოდნენ, თუმცა ხანგრძლივი შიმშილობა ყველასთვის ადვილი გადასატანი არ არის.
„დღეს არის შიმშილობის 31-ე დღე. ექვსი ადამიანი ვაგრძელებთ შიმშილობის აქციას. აქედან ოთხი ადამიანი ვართ, ვინც დავიწყეთ თავიდანვე. მოთხოვნები იგივეა – ახალი სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ბუნებრივია, ადამიანები გვემატებოდნენ, ვიღაცები გვაკლდებოდნენ, რაღაც მომენტში ცხრა ადამიანი ვიყავით, მაგრამ ექვსი ადამიანი დავრჩით და ვაგრძელებთ აქციას. აქცია 31-ე დღეა, რაც გრძელდება და, ბუნებრივია, ყველასთვის ასეთი ხანგრძლივი შიმშილობა ადვილი გადასატანი არ არის და ძირითად ეს ხდება შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი. არ მინდა, კონკრეტულად რომელიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრო. ცალკეულ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა აქციის დროს ცოტა რთული იყო და აღარ გააგრძელეს აქციაში მონაწილეობა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.