„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
"საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა, დაწყებულია კონსლუტაციები ჯერ კიდევ დეკემბერში, მე ვესაუბრე „ლელოს“ ფრაქციას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს. მიუხედავად ნებისმიერი საჯარო განცხადებებისა, მე მაქვს სურვილი, გავესაუბრო ყველა კოლეგას, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ბერკეტი შეიძლება ამოქმედდეს და გამოყენებული იქნას განსაკუთრებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
"გიდასტურებთ, რომ ამ საკითხზე საუბარი იქნება, ეს საუბრები შეეხება არამხოლოდ ამ კომისიის ჩამოყალიბების არსს, არამედ სამართლებრივ საკითხებსაც, ხმებთან დაკავშირებულ მოლოდინს. ჩემი სურვილია, სახელმწიფო ინსპექტორი, მისი მოადგილე, ასევე ყველა გამომძიებელი, რომელიც იძიებდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, დაბარებულ იყოს საგამოძიებო კომისიაზე და დავინახოთ ნამდვილი სიმართლე, თუ როგორ მოხდა და ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვინც ხელი შეუწყო ამ დანაშაულს.
რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ჩემთვის არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა რას ამბობს „ქართული ოცნება“, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მეთოდს და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხმების რაოდენობა და ამ კომისიის შემადგენლობა იყოს მაქსიმალურად ოპოზიციური", - განაცხადა დეკანოიძემ.