გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - პრემიერი

კობახიძე

ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრას ეხებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა, ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.