1741879871
გარე ძალების მიზანი იყო, საქართველოში დაპირისპირება ყოფილიყო, ებრძოდნენ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს, ხალხის ინტერესებს იცავდა - რატი იონათამიშვილი

გარე ძალების მიზანი იყო, საქართველოში დაპირისპირება ყოფილიყო, ებრძოდნენ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს, ხალხის ინტერესებს იცავდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „მათ თანამზრახველები ჰყავდათ რადიკალურ ოპოზიციაში“.
„გარე ძალებს კონკრეტული მიზანი ჰქონდათ, რომ საქართველოში დაპირისპირება ყოფილიყო. ისინი, ქვეყანასთან ერთად, ხელისუფლებას ებრძოდნენ, რომელიც საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს იცავდა და არა გლობალური ომის პარტიის, რომელსაც სურდა, საქართველო გასათამაშებელი კარტი ყოფილიყო მსოფლიო რუკაზე. თან ყველაზე მძიმე, მოუშუშებელი და გამანადგურებელი შედეგებით, რაც აქ მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევდა და ქვეყნისთვის საბედისწერო იქნებოდა. ამ გეგმაში თანამზრახველებად ჰყავდათ ის ადამიანები, ვინც საქართველოში მათ ფილიალს წარმოადგენს. ისინი არიან რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.