გარდაიქმნება თუ არა  „შინ ევროპისკენ“ პოლიტიკურ პარტიად - რას ამბობენ მოძრაობაში „სირცხვილია“

შინ ევროპისკენ

 „სირცხვილიას“ დირექტორი გიორგი მჟავანაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას უარყოფს.

როგორც ის „პრაიმთაიმთან“ საუბრისას ამბობს, ამ ორგანიზაციის პარტიად ჩამოყალიბებას გამორიცხავს. თუმცა, ინდივიდუალურად, როდის ვინ გადაწყვეტს პოლიტიკაში წასვლას, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.  

„ნიკა სიმონიშვილმა გარკვევით თქვა, რომ ეს მოძრაობა არ აპირებს ტრანსფორმირდეს პოლიტიკურად პარტიად. ინდივიდუალურად, თუ როდისმე ვიღაცამ გადაწყვიტა პოლიტიკაში მონაწილეობის ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს ორგანიზაცია ვერ აიღებს. ვინ რას იზამს ინდივიდუალურად. მაგრამ, ეს მოძრაობა არ არის იმისთვის შექმნილი, რომ პარტიად გადაიქცეს. პირიქით, ვამბობთ, რომ პარტიად ჩამოყალიბება არ იგეგმება. ამ ორგანიზაციის პარტიად ჩამოყალიბებას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ინტერპრეტაციაა. ინდივიდუალურად ვინმეზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. წინ არის 2024-ისა და 2028 წლის არჩევნები. როდის ვინ გადაწყვეტს პოლიტიკაში წასვლას ამაზე, როგორ შეიძლება ჩვენ ავიღოთ სრულად პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.