დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპის მხრიდან ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა შენარჩუნდება" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
როგორც შოლცი ამბობს, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა გარანტირებული იქნება, რადგან უკრაინა ამ დახმარებაზეც არის დამოკიდებული.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპის მხრიდან ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა შენარჩუნდება. მეორე, ფხიზელი და გონივრული მიდგომით უნდა ვიზრუნოთ, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში შეერთებული შტატების მხარდაჭერაც გარანტირებული იყოს, რადგან უკრაინა თავის დასაცავად ამ დახმარებაზეც არის დამოკიდებული. ეს უნდა იყოს უახლოესი დღეების მთავარი ამოცანა — სამართლიანი და ღირსეული მშვიდობისთვის საფუძვლის უზრუნველყოფა.
გარანტირებული უნდა იყოს, რომ დემოკრატიულ და სუვერენულ უკრაინას ექნება ძლიერი თავდაცვა და არმია. ამას საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებს, ეს აშკარაა. სწორედ ამიტომაა გადამწყვეტი უკრაინის ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის, ევროპელი ლიდერები ბრიუსელში სპეციალურ სამიტს მართავენ.