“შენარჩუნდება ყინვა” - როგორი ამინდი იქნება ახალი წლის წინა დღეებში
1735013731
გაპოლიტიკურებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ ველზე უნდა იყოს და თან, ამავე დროს, არავინ არაფერი არ უნდა მოსთხოვოს - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
გიორგი ვოლსკი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი გაუუქმა.
"გაპოლიტიკურებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ გუნდს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკურ ველზე უნდა იყოს და თან, ამავე დროს, არავინ არაფერი არ უნდა მოსთხოვოს, არც ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა. საერთოდ არ არის მათთვის კანონი დაწერილი, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ისინი მაინც უნდა იქნენ დაშვებული როგორც დამკვირვებლები, როცა ამ მოსაზრებას ვატარებთ, რასაკვირველია, ვგულისხმობთ იმას, რომ ის მავნებლობის ხარისხი, რომელიც მათ უნდათ, რომ დათესონ და შემოიტანონ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ატმოსფეროში, უნდა იყოს დაზღვეული," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, წინა კვირას, ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების სტატუსი მიანიჭა, დღეს კი გადაწყვეტილება გაუუქმა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" ერთად, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტის სტატუსი გაუუქმდა "აირჩიე ევროპას".